სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქცია „ელქ“-მა ფრაქციის ხელმძღვანელი და ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერობის კანდიდატად წარადგინა. ამის შესახებ ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ფრაქცია „ელქ“-სა და მასთან მიბმულ ბლოკ „ცარუკიანს“ ამ დროისთვის პარლამენტში 40 მანდატი გააჩნია. მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის ასარჩევად 53 დეპუატის ხმა არის საჭირო.
23 აპრილს, სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, 17 აპრილს არჩეულმა პრემიერმინისტრმა სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა. გუშინ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზადაა, სომხეთის პრემიერმინისტრი გახდეს.