როგორ მოვუაროთ კანს, რომ ის 50 წლის ასაკშიც მიმზიდველი იყოს - საჭირო რეკომენდაციები

როგორ მოვუაროთ კანს, რომ ის 50 წლის ასაკშიც მიმზიდველი იყოს - საჭირო რეკომენდაციები

კანი 25 წლიდან იწყებს დაბერებას, მისი მოვლა უფრო და უფრო რთულდება, ხოლო 50 წლისთვის პრობლემები პიკს აღწევს. კანი ეშვება, შესამჩნევად ნაოჭდება, პიგმენტური ლაქების დაფარვა მეტად და მეტად ჭირს... თუ ჯეროვნად მოუვლით, კანი 50 წლის ასაკშიც კი მიმზიდველი დარჩება. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას.

თვალების მოსავლელად

თვალების ირგვლივ კანის მოსავლელად გამოიყენეთ კრემები, რომლებიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რეტინის მჟავას და ნეიროპეპტიდებს. ეს ინგრედიენტები მას სიგლუვეს შეუნარჩუნებს და თავიდან აგვაცილებს “ჩამქრალი” მზერის ეფექტს.

შეარჩიეთ მკვებავი კომპონენტების შემცველი კოსმეტიკა. საუკეთესოა ნაწარმი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ანტიოქსიდანტები და ანთების საწინააღმდეგო ინგრედიენტები, მაგალითად, E ვიტამინი. იძინეთ მაღალ სასთუმალზე, რათა ძილის დროს თავი აწეული გქონდეთ. ეს თავიდან აგვაცილებს ქუთუთოებში სითხის დაგროვებას, შეშუპებას და თვალების ირგვლივ მუქი ჩრდილების გაჩენას.

ღაბაბის მოსაცილებლად

დაიზილეთ კისერი და ნიკაპისქვეშა არე სკრაბით, რომელიც შეიცავს ალფაოქსიმჟავას, მაგალითად, გლიკოლის ან რძის მჟავათი. ეს ასტიმულირებს კოლაგენის რეგენერაციას. მასაჟისთვის გამოიყენეთ შრატი, რომლის შემადგენლობაში შედის რეტინოლი და პეპტიდები კოლაგენისა და ელასტიკური ბოჭკოების გასამაგრებლად. სტრუქტურების გაძლიერების შედეგად კანი იჭიმება და სიმკვრივედაკარგული ლოყები აღარ ჩამოეშვება. კანის დასანოტივებლად გამოიყენეთ ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე კრემი, მაგალითად, კოენზიმ Q10-ის, C ვიტამინის, ალფა-ლიპოის მჟავას შემცველი. ეს ნივთიერებები ებრძვის კოლაგენის დამშლელ თავისუფალ რადიკალებს, მატებს კანს სიმკვრივეს, ელასტიკურობას. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემი, რადგან ულტრაიისფერი სხივები აბერებს, ადუნებს კანს, მოშვებული კანი კი უსიამოვნოდ ჩამოეკიდება.

სახის ფერი

პირსაბანი საშუალებები უფრო რბილი უნდა იყოს და ნაკლებად ქაფდებოდეს - რაკი ასაკთან ერთად კანი შრება და თხელდება, მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ მასზე მექანიკური ზემოქმედება, მათ შორის - დაბანის დროს ხახუნი და ზეწოლა. სამი წუთის განმავლობაში დაბანის შემდეგ მსუბუქი დარტყმითი მოძრაობით წაისვით კანზე დამატენიანებელი კრემი, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას. რეტინოიდების შემცველი დამანოტივებელი კრემი კი კანს გაღიზიანებისგან დაიცავს...განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს