პრინცმა უილიამმა დეკრეტული შვებულება აიღო

პრინცმა უილიამმა დეკრეტული შვებულება აიღო

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ახლა მთელ დროს ახალშობილთან ერთად ატარებენ. მშობიარობის შემდეგ პირველი დღეები განსაკუთრებულია ყველა მშობლისთვის და მათ შორის, ცხადია, სამეფო ოჯახის წევრებისთვისაც.

ასევე, ყველა სხვა მშობლის მსგავსად, ჰერცოგს და ჰერცოგინიასაც შეუძლიათ დეკრეტული შვებულების აღება.

Mirror-ის ინფორმაციით, 2013 წელს, როდესაც პრინცი ჯორჯი დაიბადა, უილიამი მფრინავად მუშაობდა. როგორც ყველა სხვა მამამ, მანაც აიღო დეკრეტული შვებულება, თუმცა საკმაოდ მოკლე ხნით - უილიამმა სამსახურის გარეშე 2 კვირა გაატარა და სახელმწიფოსგან კუთვნილი საშვებულებო თანხა, 273.56 ფუნტი აიღო.

ასევე მოიქცა 2015 წელს, პრინცესა შარლოტას დაბადების შემდეგ, საჰაერო სამაშველო სამსახურის მფრინავმა უილიამმა კვლავ 2 კვირიანი შვებულება აიღო.

თუმცა, ამჯერად საქმე სხვაგვარად იქნება, რადგან გასულ წელს პრინცმა უილიამმა სამსახური მიატოვა და სამეფო ოჯახის საქმიანობით დაკავდა. შესაბამისად, მისი შვებულება ფორმალურად არ იქნება დეკრეტი, თუმცა კენსინგტონის სასახლეში ამბობენ, რომ უილიამი ოჯახთან დიდ დროს გაატარებს და ყველანაირ საქმიანობას შეწყვეტს.

ქეითმა დეკრეტული შვებულება მარტში აიღო. წინა ორი მშობიარობის შემდეგ მიდლტონი სამსახურს მალევე დაუბრუნდა.

რამდენიმე კვირაში კი მათ პრინც უილიამისა და მეგან მარკლის ქორწილში ვიხილავთ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე