რას ითვალისწინებს საფრანგეთის იმიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ახალი კანონი

რას ითვალისწინებს საფრანგეთის იმიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ახალი კანონი

საფრანგეთის პარლამენტმა იმიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ კანონი მიიღო. კანონპროექტი პარლამენტში საფრანგეთის შს მინისტრმა წარადგინა. აღნიშნული კანონის ფარგლებში ხდება თავშესაფრის განაცხადის განხილვის ვადების შემცირება და ქვეყნიდან გაძევების პროცედურის გამარტივება.

მიღებული კანონის თანახმად, თავშესაფრის შესახებ განაცხადის განხილვის ვადები 11 თვიდან ნახევარ წლამდე შემცირდება. ასევე მარტივდება ქვეყნიდან იმ პირთა იძულებითი გაძევება, ვისაც უარი განუცხადეს. ასევე ადმინისტრატიული დაკავების ცენტრებში მოთავსების ვადა 45 დღიდან 90 დღემდე იზრდება.

საფრანგეთის შს მინისტრის ჟერარ კოლონის თქმით, ახალი კანონი შეზღუდავს მასობრივ მიგრაციას.

აღნიშნულ კანონს მხარი დაუჭირა 228 დეპუტატმა, 139 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 24-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

2017 წლის მონაცემებით, დევნილებისა და აპატრიდების დაცვის ბიურომ საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა ასი ათასზე მეტი განაცხადი მიიღო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე