სომხეთში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები განახლდა - მომიტინგეები ფაშინიანის პრემიერად არჩევას ითხოვენ

სომხეთში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები განახლდა - მომიტინგეები ფაშინიანის პრემიერად არჩევას ითხოვენ

სომხეთში ოპოზიციის მომხრეებმა სამოქალაქო დამოუმორჩილებლობის აქციები განაახლეს. ერევანში დემონსტრანტებმა რამდენიმე ცენტრალური ქუჩა, მათ შორის აეროპორტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალიც გადაკეტეს და საპროტესტო აქციების ორგანიზატორის ნიკოლ ფაშინიანის პრემიერად არჩევას ითხოვენ.

„რესპუბლიკურ პარტიას“ არ აქვს მორალური უფლება პრემიერის პოსტზე საკუთარი კანდიდატი წარადგინოს. სახალხო კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანია“, - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით სანასარიანმა.

საპროტესტო აქციები სომხეთის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.

ამასთან, ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი მმართველი "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის პოსტსაც დატოვებს. ამის შესახებ პარტიის ფრაქციის დეპუტატებთან სარგსიანისა და პრემიერის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის კარენ კარაპეტიანის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

„მიღებულია გადაწყვეტილება, დაიწყოს დისკუსიები "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის შეცვლის შესახებ. ყოფილმა პრეზიდენტმა და ყოფილმა პრემიერმა სერჟ სარგსიანმა შეხვედრის მონაწილეებს განუმარტა საკუთარი გადადგომის მიზეზი, წარმოადგინა "რესპუბლიკური პარტიის" საპარლამენტო ფრაქციის შესაძლო მუშაობის რამდენიმე სცენარი, რათა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს“, - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ "რესპუბლიკური პარტია" მზად არის მოლაპარაკებებისთვის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

23 აპრილს, სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, 17 აპრილს არჩეულმა პრემიერმინისტრმა სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა. გუშინ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზადაა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე