"ექსპერტიზით ვერ დგინდება, საქმეში არსებული დანებიდან არის თუ არა ჩემს შვილზე მომაკვდინებელი ჭრილობა მიყენებული"

"ექსპერტიზით ვერ დგინდება, საქმეში არსებული დანებიდან არის თუ არა ჩემს შვილზე მომაკვდინებელი ჭრილობა მიყენებული"

ექსპერტიზით ვერ დგინდება, საქმეში არსებული დანებიდან არის თუ არა ჩემს შვილზე მომაკვდინებელი ჭრილობა მიყენებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ელოდება დაცვის მხარის მიერ მოწვეულ ექსპერტებს უცხოეთიდან, რომლებმაც უნდა გაარკვიონ მონაწილეობდა თუ არა მომხდარ მკვლელობაში საქმეში არსებული ორი დანის გარდა სხვა დანები.

„ექსპერტიზის დასკვნაში დაზუსტებით დადგენილი არ არის, რომელი იარაღი იყო გამოყენებული. ექსპერტები არ გამორიცხავენ ამ დანების მონაწილეობას დაჭრაში, მაგრამ არც ზუსტად ადასტურებენ, თუ რომელ ჭრილობაზე რომელი დანაა გამოყენებული. გარკვეულ ჭრილობებზე საქმეში არსებული დანებია მორგებული, მაგრამ არის ისეთი ჭრილობები, მაგალითად, ჩემს შვილზე, რომელიც მომაკვდინებელი იყო, რომელთა მიმართებაში ვერ დგინდება ამ დანებიდან არის თუ არა რომელიმე გამოყენებული. პროკურორმა განმარტა, რომ ექსპერტი ზუსტ დებულებას ვერ დადებს. თუ დებულება ვერ დადო, ექსპერტიზის ჩატარება რა საჭირო იყო“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე ირიბი მოწმეები იკითხებიან, რომლებიც მომხდარი შემთხვევის უშუალო თვითმხილველები არ არიან და აღწერენ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. რაც შეეხება სამხარაულის ექსპერტებს, რომლებმაც კომპლექსური ექსპერტიზა ჩატარეს, ისინი 28 აპრილს დაიკითხებიან.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს