ზუგდიდის მერიისთვის გადაცემული 5 მანქანიდან აკუმულატორები მოიპარეს

ზუგდიდის მერიისთვის გადაცემული 5 მანქანიდან აკუმულატორები მოიპარეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ფაროსანასთან ბრძოლისთვის გადაცემული სპეციალური ტექნიკის ნაწილი, რომელიც საწყობში ინახებოდა, გაქურდეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას ინფორმაციით, 5 მანქანიდან აკუმულატორები ამოიღეს.

„თერმო ნისლის მანქანებიდან ამოღებულია აკუმულატორები, თუმცა ტექნიკა უკვე მწყობრშია, რომ დაგეგმილი ღონისძიებები განხორციელდეს. ასევე, თუ საჭირო გახდა, დამატებითაც გადაეცემა მუნიციპალიტეტს შესაბამისი ტექნიკა“, - აღნიშნა ლიპარტიამ.

„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკა საწყობში იყო განთავსებული.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 10 ერთეული სპეციალური ტექნიკა გუშინ გადაეცა, აქედან 5 თერმული ნისლის, 3 ცივი ნისლის დანადგარი და 2 ტრაქტორი მასივების შესაწამლად.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო