რატომ არ უყიდა დონალდ ტრამპმა იუბილარ მეუღლეს საჩუქარი

რატომ არ უყიდა დონალდ ტრამპმა იუბილარ მეუღლეს საჩუქარი

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მელანია ტრამპი 26 აპრილს 48 წლის გახდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მშვენიერმა მელანიამ, მილიარდერი და მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოს პრეზიდენტი მეუღლისგან შესაფერისი საიუბილეო საჩუქარი ვერ მიიღო. დონალდ ტრამპმა პირველი ლედისთვის მხოლოდ მისალოცი ბარათი და ყვავილების თაიგული "გაიმეტა".

ტელეკომპანია Fox -თან სატელეფონო ინტერვიუში ჟურნალისტების შეკითხვას, რა აჩუქა მეუღლეს დაბადების დღეზე, ტრამპმა სიცილით უპასუხა: "ამ საქმეში ცოტა პრობლემა მაქვს. ბევრი არაფერი, მშვენიერი ბარათი ვაჩუქე. თქვენ იცით, რომ მე ძალიან დაკავებული ვარ და არ მაქვს საჩუქრებზე სირბილის დრო, არა?" - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მეუღლეს ყვავილებიც აჩუქა.

საუბრის ბოლოს, დონალდ ტრამპმა მეუღლე შეაქო იმ შესანიშნავი ღონისძიებებისთვის, რომელიც თეთრ სახლში დაგეგმა საფრანგეთის პრეზიდენტის სტუმრობისთვის და დაამატა, რომ მელანიამ "შესანიშნავი საქმე გააკეთა".

დონალდ და მელანია ტრამპები 13 წელია ქორწინებაში არიან. ამერიკელმა ბიზნეს-მაგნატმა 25 წლით უმცროს სლოვენიელ მოდელზე 2005 წელს იქორწინა. დონალდს და მელანიას ერთი ვაჟი - ბარონ უილიამ ტრამპი ჰყავთ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე