ახალშობილი პრინცის სახელი ცნობილი გახდა

ახალშობილი პრინცის სახელი ცნობილი გახდა

პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა ახალშობილს ლუის არტურ ჩარლზი დაარქვეს, ინფორმაცია სამეფო სახლის ვებგვერდზე განთავსდა.

პატარა პრინცი ორშაბათს, დილის 11 საათზე დაიბადა. მართალია, დედამ მშობიარობიდან რამდენიმე საათში გააცნო შვილი მსოფლიოს, თუმცა მის სახელს ამ დრომდე საიდუმლოდ ტოვებდნენ.

ვიდრე სახელი საჯაროდ გახდებოდა ცნობილი, გადაწყვეტილება ქეითმა და უილიამმა დედოფალს და სამეფო ოჯახის სხვა წევრებს გააცნეს.

სამეფო გვირგვინის რიგში ახალშობილი პრინცი მეხუთეა, მან პრინცი ჰარი მეექვსე ადგილზე გადაანაცვლა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე