ცოლ-შვილის დაკარგვის შემდეგ ჩვეულებრივ მაწანწალად იქცა... თუმცა ცხოვრებამ კიდევ ერთი საოცარი შანსი მისცა

ცოლ-შვილის დაკარგვის შემდეგ ჩვეულებრივ მაწანწალად იქცა... თუმცა ცხოვრებამ კიდევ ერთი საოცარი შანსი მისცა

დონალდ გულდი არის მაგალითი იმისა, როგორი უცნაურია ცხოვრება და მოულოდნელობებით სავსე, და რომ ადამიანი არასდროს კარგავს იმ შინაგან სიძლიერეს და სილამაზეს, რაც მას აქვს.

დონალდი ერთ დროს სამაგალითო მეოჯახე იყო. ჰყავდა მშვენიერი ცოლ-შვილი, სამხედრო მეზღვაურად მუშაობდა... მაგრამ ერთ დღესაც, ცოლი მოულოდნელად გარდაიცვალა... მას არ ეყო ძალა, ამ ტკივილს გამკლავებოდა და დეპრესიაში ჩავარდა. დაიწყო სმა, გალოთდა, ჩამოართვეს მშობლის უფლებები და გააძევეს შეიარაღებული ძალებიდან. თანდათან სულ უფრო ფსკერისკენ წავიდა, დაკარგა სახლი და 15 წლის განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობდა.

ამასობაში შვილიც გაიზარდა და დონალდმა სულ იცოდა, სად და როგორ იყო მისი შვილი, მაგრამ რცხვენოდა მასთან მიახლოებისაც კი, რადგან ჩვეულებრივ მაწანწალად იქცა.

ერთ დღეს კი ყველაფერი შეიცვალა. ფლორიდის ქალაქ სარასოტაში მუსიკალური ფესტივალი გაიმართა და ქუჩაში რამდენიმე ფორტეპიანო დადგეს, რომ ნებისმიერს შესძლებოდა მასზე დაკვრა. დონალდმა შემთხვევით გაიარა ამ დროს და ინსტრუმენტმა წარსული ბედნიერი ცხოვრება გაახსენა. დაჯდა და თავდავიწყებით დაიწყო დაკვრა. როგორც აღმოჩნდა, წლები უკრავდა მუსიკალურ ინსტრუმენტზე და სამხედრო ორკესტრის წევრიც იყო.

მაწანწალა პიანისტს შემთხვევითმა გამვლელმა გადაუღო ვიდეო და შემდეგ იუთუბზე ატვირთა. ორ დღეში ვიდეომ 2 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. დონალდის შესახებ მსოფლიომ გაიგო და ბევრმა გადაწყვიტა დახმარებოდნენ. გაგრძელება+ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს