გვინეის ექსპრეზიდენტის ვაჟი და რძალი დააკავეს, რომელთაც 16 წლის მანძილზე გოგონა მონობაში ჰყავდათ

გვინეის ექსპრეზიდენტის ვაჟი და რძალი დააკავეს, რომელთაც 16 წლის მანძილზე გოგონა მონობაში ჰყავდათ

ტეხასის შტატის პოლიციამ გვინეის ექსპრეზიდენტის აჰმედ სეკუ ტურეს ვაჟი მონათმფლობელობის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ CNN იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, გვინეის ექსპრეზიდენტის ვაჟს მუჰამედ ტურესა და მის მეუღლეს დენიზ კროს-ტურეს 16 წლის მანძილზე გოგონა დატყვევებული ჰყავდათ. მათ გოგონა გვინეიდან აშშ-ში 2000 წელს, 5 წლის ასაკში ჩაიყვანეს. რამდენიმე წელიწადში გოგონას სახლში მუშაობა და ტურეს შვილებზე ზრუნვა დაევალა, მას სცემდნენ და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფებდნენ. გარდა ამისა, ტურე და მისი მეუღლე გოგონას სკოლაში სიარულს უკრძალავდნენ, სახლში კი გოგონას 16 წლის განმავლობაში იატაკზე ეძინა.

CNN-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ტურეს სახლიდან 2016 წელს, მეზობლების დახმარებით გაიქცა. ახლა გვინეის ექსპრეზიდენტის ვაჟს და მის მეუღლეს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე