რომელი მინისტრები მოვიდნენ მთავრობაში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესიდან

რომელი მინისტრები მოვიდნენ მთავრობაში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესიდან

საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება და პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა, რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აღნიშნული განცხადების შემდეგ კი, კიდევ უფრო გააქტიურდა საუბარი პარტია „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებასა და დაყოფაზე. მეტიც, მედიაში უკვე ხმამაღლა საუბრობენ, მთავრობის შემადგენლობაში მყოფ „ივანიშვილის მინისტრებზეც“.

ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას იმ მინისტრების შესახებ, რომლებიც მთავრობაში ბიძინა ივანიშვილის ბანკის თუ ბიზნეს კომპანიების გავლით მოხვდნენ.

მაია ცქიტიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

ცქიტიშვილი, რომელიც მთავრობის შემადგენლობას ცოტა ხნის წინ შეუერთდა, შპს „ქართუ მენეჯმენტში" ერთ-ერთ მმართველ პოზიციას იკავებდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ ეტაპზე აღნიშნული კომპანიის ლიკვიდაცია მიმდინარეობს, ხოლო მისი 100%-იანი წილის მფლობელი ბელიზში (აშშ) რეგისტრირებული Fresno Management Limited-ია. ცნობისთვის, აღნიშნული კომპანია რამდენიმე წლის წინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშიც მოხვდა, სადაც ივანიშვილთან დაკავშირებული, ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებზე იყო საუბარი. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ Fresno Management Limited, რომელიც ფლობს შპს „ინტერკონსალტინგს”, შპს „ინტერკონსალტინგ +”-სა და შპს „ქართუ მენეჯმენტს”, Vasilia Enterpreises (ბელიზი), რომლის საკუთრებაცაა შპს „ფინსერვისი” და შპს „ფინსერვისი XXI”.

„ქართუ მენეჯმენტის“ გარდა, მაია ცქიტიშვილი მმართველ პოზიციაზე იყო დასაქმებული სს „პარქაუნთში". მასვე აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება როგორც საავიაციო, ისე სამშენებლო სექტორში: სხვადასხვა დროს, იკავებდა სს „ბაგები სითი ჯგუფში" პროექტების მენეჯერის, შპს „ბურჯში" - ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ხოლო შემდეგ - ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. კარიერის უფრო ადრეულ ეტაპზე კი, მუშაობდა საავიაციო ბიზნესში, კერძოდ კი, ავიაკომპანია Georgian Air-ში, უფროს მენეჯერად, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებში", კომერციული დირექტორის თანაშემწედ და ხელშეკრულებების განყოფილების უფროსად.

გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრი

მალე კვირიკაშვილს ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ჩაანაცვლებს, „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა. კერძოდ, აღნიშნულ პოზიციაზე ის 2006 წლის თებერვალი - 2011 წლის ოქტომბრის პერიოდში მუშაობდა.

გარდა ამისა, კვირიკაშვილი მუშაობდა - ამერიკული საკონსულტაციო ფირმა Lenzie Fisher Hendry LLC" - საფინანსო სექტორის და საპენსიო რეფორმის ექსპერტად; პირველი კომერციული ბანკის (ამჟამად ტაოპრივატბანკი) - აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტად; გაერთიანებული ქართული ბანკის - ბიზნესის განვითარებისა და ფილიალების ქსელის მართვის დირექტორად, ასევე - აქტივ-პასივების მართვის განყოფილების დირექტორის მოადგილედ; იკავებდა - Trade Invest Bank - გენერალური დირექტორის მოადგილის და გაერთიანებული ქართული ბანკის - საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები