"ოჯახი ფიქრობს, რომ კვალის დასაფარად ცხედარი სტამბოლში წაიღეს და ხეზე ჩამოკიდეს..." - რას ყვება თურქეთში მოკლულ ქართველზე მეზობელი

"ოჯახი ფიქრობს, რომ კვალის დასაფარად ცხედარი სტამბოლში წაიღეს და ხეზე ჩამოკიდეს..." - რას ყვება თურქეთში მოკლულ ქართველზე მეზობელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ლუხუმ ჯანჯარია სტამბოლში, ერთ-ერთ სკვერში გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების თქმით, გარდაცვლილს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული არაერთი დაზიანება აქვს, მათ შორის ყელშიც.

47 წლის ჯანჯარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათიდან თურქეთში 13 აპრილს გაემგზავრა. ის იზმირის რაიონში მეზობელმა ჩაიყვანა სამუშაოდ - ადგილობრივების ცხვარი უნდა ემწყემსა. 14 აპრილს ლუხუმ ჯანჯარიამ უკვე ოჯახის სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა და გაუჩინარდა. 23 აპრილს ოჯახს ჯანჯარიას გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს.

მომხდარის შესახებ კახათის მკვიდრი საუბრობს:

"კარგი ადამიანი იყო ლუხუმი, გული მტკივა, სადღაც თურქეთში, გვერდით თავიასიანი რომ არ ჰყავდა, ისე გამოასალმეს სიცოცხლეს. ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, ვფიქრობ, ლუხუმს მარტო ერთი კაცი ვერ მოერეოდა; ან რამდენიმე კაცი დაესხა თავს, ან მიპარვით მოკლეს, სხვანაირად ვერაფერს მოუხერხებდნენ. სამწუხაროდ, თურქეთში თავის სარჩენად ბევრს მოუწია წასვლა, არაერთი მოკლეს კიდეც... ზოგი ისე ჩამოასვენეს საქართველოში, ვერავინ გაიგო. იქ მომუშავე ქართველები თავად ამბობენ, კვირა არ გავა, თურქულმა პოლიციამ ქართველის გარდაცვალებაზე არ დაწეროსო. ამის მიუხედავად მაინც იქ დადის სამუშაოდ ნახევარი სოფელი, სხვა გზა არ გვაქვს...

ლუხუმ ჯანჯარია იზმირში მეზობელმა წაიყვანა, როგორც ჩანს, არაადამიანურმა სამუშაო პირობებმა იმდენად გაანერვიულა, იქაურობა დატოვა. იზმირიდან წამოსული კაცი სტამბოლში იპოვეს გარდაცვლილი... ოჯახში ფიქრობენ, რომ ჩხუბი და მკვლელობა იზმირში მოხდა, კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედარი სტამბოლში წაიღეს და ხეზე ჩამოკიდეს, თუმცა დანამდვილებით არავინ იცის, რა მოხდა..." განაგრძეთ კითხვა kvirispalitra.ge-ზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს