"ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამას "აწარმოე საქართველოში", რადგან ის ძალიან წარმატებულია" - დიმიტრი ქუმსიშვილი სამეწარმეო მარკეტს ვაჟიშვილთან ერთად სტუმრობდა

"ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამას "აწარმოე საქართველოში", რადგან ის ძალიან წარმატებულია" - დიმიტრი ქუმსიშვილი სამეწარმეო მარკეტს ვაჟიშვილთან ერთად სტუმრობდა

ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რადგან ის ძალიან წარმატებულია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მეიდანზე ქართული სამეწარმეო მარკეტის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. სამეწარმეო მარკეტს მინისტრი დღე ვაჟიშვილთან ერთად სტუმრობდა.

„თითქმის ყველა მეწარმეს შევხვდი და ვნახე, რომ მათ ნამდვილად აქვთ გაყიდვები. ამ ადამიანებს არაერთი სამუშაო ადგილი აქვთ შექმნილი თავისი ნიჭით, თავისი მონდომებით და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დახმარებით. ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამას, რადგან ის ძალიან წარმატებულია და შესაბამისად, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მეწარმეებს, რომ მათი პროდუქციის პოპულარიზაცია მოხდეს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მარკეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით ეწყობა და მასში, ძირითადად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები მონაწილეობდნენ.

„მიმდინარე გამოფენა-გაყიდვაზე 30-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც ძირითადად „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარები არიან. მარკეტის გამართვის ამოცანა, რა თქმა უნდა, საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციაა. წელს ძალიან კარგი ადგილი გვაქვს შერჩეული, რომელიც ტურისტებისთვის არის ძალიან მიმზიდველი“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 344 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 850 მლნ ლარზე მეტია. საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში 436 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 14.000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო