იტალიაში საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობისთვის დააკავეს

იტალიაში საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობისთვის დააკავეს

იტალიის ქალაქ მანტოვაში საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობისთვის დააკავეს.

როგორც გამოცემა Gazzetta di Mantova იუწყება, ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე პოლიციამ შეტყობინება მიიღო იმის თაობაზე, რომ რამდენიმე უცხოელი, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში, გამვლელებს ავიწროებდა.

ერთ-ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე, მათ 37 წლის საქართველოს მოქალაქე, ვინმე ნ.ა დააკავეს. თუმცა, პოლიციაში გადაყვანის შემდეგ გაუშვეს.

მოგვიანებით პოლიციაში კიდევ ერთი მოწმე გამოჩნდა, განას მოქალაქე, რომელმაც განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ის გაქურდეს. მისი თქმით, იგი ხუთმა პირმა უმიზეზოდ სცემა და ტელეფონი წაართვა.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე გავიდა და ოპერატიული ღონისძიების შედეგად სამი პირი დააკავა, მათ შორის, აქამდე დაკავებული და გაშვებული ნ.ა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს