ბრიჯიტ მაკრონი : "მელანიას თეთრ სახლში ფანჯრის გამოღების უფლებაც კი არ აქვს"

ბრიჯიტ მაკრონი : "მელანიას თეთრ სახლში ფანჯრის გამოღების უფლებაც კი არ აქვს"

საფრანგეთის პირველმა ლედიმ აშშ-ში ვიზიტისას მელანიასთან ერთად გატარებულ დღეებზე ისაუბრა. ბრიჯიტ მაკრონის თქმით, მისი მასპინძელი ნამდვილად მხიარულია, თუმცა „არაფრის გაკეთება შეუძლია.“

„მას არაფრის გაკეთების უფლება არ აქვს, ფანჯარასაც კი ვერ გამოხსნის თეთრ სახლში, არ შეუძლია, გარეთ გავიდეს. მელანია ჩემზე მეტად არის შეზღუდული, მე ყოველ დღე გავდივარ გარეთ, პარიზში,“ - განაცხადა გამოცემასთან Le Monde საუბრისას ბრიჯიტმა.

ამასთან, საფრანგეთის პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ მელანია, რომელიც თავისუფლად საუბრობს 5 სხვადასხვა ენაზე, არის „კეთილი, მომხიბვლელი, ჭკვიანი და ძალიან გახსნილი“ და აღიარებს, რომ საჯარო ცხოვრება მისთვის საკმაოდ რთულია.

„მელანია ძალიან ძლიერი პიროვნებაა, თუმცა ძალიან ცდილობს, დამალოს. იცინის ძალიან მარტივად, ყველაფერზე, თუმცა ჩემზე მეტი რამის დაფარვას ცდილობს,“ - აღნიშნა ბრიჯიტ მაკრონმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე