NDI-ის კვლევის შედეგები - გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა

NDI-ის კვლევის შედეგები - გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 63% მიიჩნევს, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა.

გამოკითხულთა 24% აცხადებს, რომ კრიმინალის დონე იგივე დარჩა, 9% მიიჩნევს, რომ კრიმინალის დონე არ შეცვლილა, ხოლო 4% კითხვაზე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე როგორ შეიცვალა, აცხადებს, რომ არ იცის.

შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდილილების ზღვარი 2/3 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს