სავსემთვარეობა 30 აპრილს, მორიელის ზოდიაქოში - რას უმზადებს ეს მოვლენა ზოდიაქოს ნიშნებს

სავსემთვარეობა 30 აპრილს, მორიელის ზოდიაქოში - რას უმზადებს ეს მოვლენა ზოდიაქოს ნიშნებს

"30 აპრილი - ამ თვის ბოლო და კვირის პირველი დღე, ყველაზე მეტად აქცენტირებულია მომდევნო 7 დღის განმავლობაში.

ორშაბათს, დილის 5:58 წუთზე, მთვარე, რომელიც მორიელის ნიშანს გადის, ზუსტ ოპოზიციაში უდგება კუროს ნიშანში მყოფ მზეს. ამ მომენტში სამყაროს მამრობითი და მდედრობითი ენერგიები უპირისპირდებიან ერთმანეთს. სწორედ ამ მოვლენას ჰქვია სავსემთვარეობა. მოგეხსენებათ, კუროც და მორიელიც ფინანსურ საკითხებს განაგებენ, და ამიტომაც დღის წესრიგში ყველაზე მეტად გამოკვეთილი მატერიალური საკითხები იქნება, უფრო კონკრეტულად კი ჩვენი და ჩვენი პარტნიორების საერთო ფინანსები, ბიზნესში ჩადებული ინვესტიციები. აქვე ვიტყვი, რომ ვინაიდან მთვარე იუპიტერთანაა შეერთებული, ეს შესაძლოა უცხოეთთანაც იყოს რაღაც კუთხით დაკავშირებული. პარტნიორული თემების აქტუალურობა შესაძლოა სხვა კუთხითაც წამოიჭრას, და მოსაგვარებელი გახდეს ალიმენტების თემა, ან მემკვიდრეობის საკითხები.

ამ პერიოდში ბანკებთან და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის თემატიკაც ალბათ ძალზე მნიშვნელოვანი იქნება. მოსაგვარებელი იქნება ის თემები, რომლებსაც საფუძველი წინა ანუ ვერძის სავსემთვარეობისას ჩაეყარა. გარდა ამისა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მზე კუროს ნიშანს გადის, რომელიც ფინანსების გარდა, რომანტიულ ურთიერთობებსაც მოიცავს, ვინაიდან ვენერათი იმართება. მორიელი კი თავის მხრივ - სექსის თემატიკას წამოწევს წინ, ასე რომ ვნებების მოზღვავებას თუ იგრძნობთ, არც ეგ გაგიკვირდეთ. ვინაიდან სავსემთვარეობა ე.წ. ფიქსირებულ ჯვარზე ხვდება, ადვილი იქნება არა ახალი საქმეების წამოწყება, არამედ არსებულის შენარჩუნება, თუმცა მორიელის ნიშანი აუცილებლად მოითხოვს ცვლილებებს, მაგრამ სიახლეები ამ შემთხვევაში უკვე არსებულ საკითხებში უნდა განვავითაროთ, მოვახდინოთ რა ძველის სრული თუ არა, ნაწილობრივი ტრანსფორმირება მაინც. ისევე როგორც სხვა მოვლენები, არც სავსემთვარეობაა ხოლმე ყველასთვის ერთნაირად საგრძნობი. მისი ზეგავლენა უფრო მზით მორიელებისათვის და კუროებისათვის იქნება გამოხატული, აგრეთვე მათთვისაც, ვისაც პირადი პლანეტები კუროს ან მორიელის მე-10°-ს სიახლოვეს ჰყავთ განლაგებული. რადგან სწორედ ამ გრადუსზე ხდება ახალმთვარეობა.

გაცილებით ნაკლები ინტენსივობით, თუმცა მაინც შესამჩნევი იქნება სავსემთვარეობის ზეგავლენა მერწყულებისა და ლომებისთვისაც. ვფიქრობ, საინტერესოა თავად გრადუსის განმარტებაც, რომელშიც საუბარია მეგობრულ ვახშამზე, სადაც ძველი ახლობლები, თანამოაზრეები იყრიან თავს. გარკვეულწილად, გრადუსის ასეთი აღწერილობა საკმაოდ ხაზგასმით ეხმიანება მიმდინარე პერიოდში ჯერ კიდევ შენარჩუნებულ შეერთებას მზესა ურანს შორის. ურანი ხომ მერწყულის ნიშნის მმართველია, რომელიც მეგობრობის, საერთო იდეალების, ერთიანი ძალისხმევის ფასეულობას და ღირებულებას უჭერს მხარს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომდევნო ორკვირიანი პერიოდის მანძილზე ყველა წამოჭრილი საკითხის თუ პრობლემის მოსაგვარებლად უმჯობესი იქნება თუ ჩვენს ახლობლებთან, კოლექტივთან, თანამოაზრეებთან გავაერთიანებთ ძალებს და ისე ვიმოქმედებთ.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მორიელის ნიშანს, რომელშიც ეს სავსემთვარეობა ემთხვევა, პლუტონი და მარსი მართავენ, ამჯერად ორივე თხის რქის ნიშანშია, და აუცილებლად ააქტიურებენ ამ ზოდიაქოს ენერგეტიკასაც, შესაბამისად, მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება უფროსი თაობის ადამიანებთან, ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობა, კარიერული ზრდის საკითხები, რომლებსაც შესაძლოა ჯერჯერობით შეფერხებები ჰქონდეთ.

არ დაგვავიწყდეს, გახდომის მოსურნეებს შევახსენოთ, რომ წონის დასაკლებად და დიეტაზე დასაჯდომად საკმაოდ ხელსაყრელი ორკვირიანი პერიოდი დგება და გამოიყენონ. დანარჩენი რეკომენდაციები უცვლელია - რაღა თქმა უნდა, არასასურველია ქირურგიული ოპერაციები. გარდა ამისა, ეცადეთ არ გადაიტვირთოთ, დაიცავით შინაგანი ბალანსი, მოერიდეთ კონფლიქტებს, მეტი დაისვენეთ, თუკი ამის შესაძლებლობას თქვენი დღის რეჟიმი იძლევა. არარეკომენდებულია ახალი წამოწყებების განხორციელება, მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მოგზაურობა... და თქვენ წარმოიდგინეთ. ახალი ტანსაცმლის ამ დღეს გარეცხვაც თურმე არაა კარგი - როგორც დაკვირვებული ადამიანები ამბობენ, სამოსი, რომელიც პირველად სავსემთვარეობაზე გაირეცხა, მალე კარგავს ფორმას.

სავსემთვარეობის ზეგავლენა გამოკვეთილი იქნება უკვე 29-ში, რა თქმა უნდა, თავად 30 რიცხვში და ასევე მომდევნო დღესაც".ასტროლოგი ხათუნა ნოელი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს