კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 30 აპრილი - 6 მაისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 30 აპრილი - 6 მაისი

თავისთავად ის ფაქტი, რომ ორშაბათი და ზოგადად კვირა სავსემთვარეობით იწყება ნიშნავს იმას, რომ კვირა საკმაოდ დინამიკური და რთული იქნება. სავსემთვარეობა არც მეტი არც ნაკლები, მორიელის ზოდიაქოს ნიშანშია, რის ხარჯზეც წინა პლანზე წამოიწევს ფინანსური საკითხები. მატერიალური თემები ძირითადად შეეხება დაფინანსებას, ვალებსა და კრედიტებს. ასევე სხვისი საკუთრების მართვას, მემკვიდრეობის თემებს და სადავო უძრავ ქონებას. ნებისმიერ ზემოჩამოთვლილ თემებში შესაძლებლობა გეძლევათ გრანდიოზული ნაბიჯები გადადგათ ან დააგვირგვინოთ დიდი ხნის წინ გაწელილი პროცესები.

თუმცა, ნუ დაგვავიწყება, რომ ცაზე მთელი კვირის მანძილზე აქტიური რჩება მარსისა და პლუტონოს ერთობ რთული შეერთება. რაც თავის მხრივ ადამიანებში ამძაფრებს მოთხოვნილებას ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვიტონ კონფლიქტები, მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების აგრესიული სახით დემონსტრირება და ა.შ. მარსისა და პლუტონის ალიანსი ადამიანებში დაფარულ კომპლექსებს აღვიძებს და მათი აგრესიის, იმპულსურობის სახით გამოხატვას უწყობს ხელს. ამიტომ მთელი კვირის მანძილზე მოგიწოდებთ აკონტროლოთ ბრაზი, ემოციები. გამოიჩინოთ მაქსიმალური დიპლომატია და სიმშვიდე. კონფლიქტური სიტუაციები კი მოლაპარაკებების გზით გადაჭრათ.

ამ "ფეთქებადსაშიშ" სიტუაციას 3 მაისს მარსისა და ურანის კვადრატურაც დაუმატებს ცეცხლს. რის ხარჯზეც გააქტიურდება ავტოსაგზაო შემთხვევების საფრთხე. მსგავს პერიოდებში მარტივად ფუჭდება ტექნიკა, მწყობრიდან გამოდის კომპიუტერები. ადამიანებში მატულობს ექსცენტრიკულობა და იმპულსურად მოქცევის დაუძლეველი სურვილი...განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს