შსს თავისუფლების მოედანზე მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

შსს თავისუფლების მოედანზე მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" მომხდარი დაჭრის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, დაჭრილები არიან 29 წლისა და 20 წლის ახალგაზრდები. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებული არ არის.

"მიმდინარე წლის 1 მაისს თბილისში, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან", ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა 1989 წელს დაბადებულ გ.ს.-ს და 1998 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ორივე პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ