თბილისის ცენტრში ორი ახალგაზრდა დაჭრეს - ფოტო ადგილიდან

თბილისის ცენტრში ორი ახალგაზრდა დაჭრეს - ფოტო ადგილიდან

თბილისის ცენტრში ორი მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედნის" წინ, "თბილისი გალერეასთან" მომხდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან ექსპერტ-კრიმინალისტები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, პირები ცივი იარაღით არიან დაჭრილი. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, დაჭრილები არიან 29 წლისა და 20 წლის ახალგაზრდები. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებული არ არის.

შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს