ავტორი:

ცნობილი ქართველები, რომლებიც სხვადასხვა დროს პოლიტიკურ სკანდალში გაეხვნენ

ცნობილი ქართველები, რომლებიც სხვადასხვა დროს პოლიტიკურ სკანდალში გაეხვნენ

ხშირად კამათობენ იმის თაობაზე, რომ პოლიტიკა და შოუ-ბიზნესი ცალ-ცალკე ცნებებია. ეს ასეც არის, თუმცა ფაქტი სულ სხვა რამეა. ამ ორ სფეროს მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი საქართველოში ეთმანეთთან მჭიდრო კავშირი აქვს. ხელისუფლების ფავორიტი მომღერლების რიცხვი ხელისუფლების ცვლილებების მიხედვით იცვლება, თუმცა ბევრი ისეთი ჭკვიანიც არსებობს, ვინც იცის, როდის გადახტეს სხვის ნავში და როგორ ითვლებოდეს „მეფის კარზე“ მისაღებ პერსონად. ქართველი მომღერლები და ხელოვანი ადამიანები ხშირად ეხვევიან ე.წ პოლიტიკურ სკანდალებში. ამის მიზეზი ძირითადად რუსეთი და ე.წ. სამთავრობო კონცერტებია, რაზეც დავა ყველა დღესასწაულზე მიდის.

სოფია ნიჟარაძე

ქართული ესტრადის დივა, სოფია ნიჟარაძე ჩვენს ქვეყანაში აქტუალური 2008 წლიდან გახდა, როცა დედასთან ერთად რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. ის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის მისაღები მომღერალი გახლდათ, მის გარეშე მიუზიკლს არ დგამდნენ, ის მღეროდა სხვადასხვა ქალაქის ჰიმნებს და გამოდიოდა სამთავრობო კონცერტებზე. სწორედ ეს გახლდათ მის გარშემო წარმოქმნილი სკანდალებისა და კოლეგების უკმაყოფილების მიზეზი. ბოლო სკანდალი, რომელიც სოფო ნიჟარაძის ირგვლივ აგორდა, უკრაინულ მედიაში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერია, სადაც ის საქართველოს ექს-პრეზიდენტთან საუბრობს. ჩანაწერის ავთენტურობა დღემდე არ არის დადასტურებული. "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრისას, ნიჟარაძე და სააკაშვილი სავარაუდო არეულობაზე მსჯელობენ, რომლის მთავარი გმირი ჟურნალისტი ნოდარ მელაძე იქნება, რომელსაც მომღერალი ოდესის გუბერნატორთან უცენზურო სიტყვებით იხსენიებს. ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ნიჟარაძე დაკითხვაზე დაიბარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შესვლამდე, ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ის სააკაშვილის მეგობარია. მომღერლის განცხადებით, აუდიოჩანაწერი ყალბია. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სოფო ნიჟარაძეს სამთავრობო კონცერტებზე აღარ ეპატიჟებოდნენ. ამის მიზეზი სავარაუდოდ ე.წ. შავი სია გახლდათ, სადაც სოფო საკუთარი პოლიტიკური გემოვნების გამო მოხვდა. მომღერალმა აღნიშნულ პრობლემაზე გადაცემა „პროფილში“ ხმამაღლა ისაუბრა და მერიიდან ზარმაც არ დააყოვნა. საახალწლო კონცერტში მონაწილეობას, ის კახი კალაძის სატელეფონო ზარის შემდეგ დათანხმდა.

ნინო ჩხეიძე

მომღერალი ნინო ჩხეიძე სკანდალში არაერთხელ გაეხვა. ის პირველად რუსეთში ჩატარებული, თბილისობის დღესასწაულზე სიმღერის გამო გააკრიტიკეს. ბოლოს ნინო სკანდალში 2017 წელს გაეხვია, მან ვახო ბიჭიკაშვილთან და ნიკა არაბიძესთან ერთად კონცერტი ჩაატარა. კონცერტი სოჭში 14 მაისს გაიმართა და მასში ადგილობრივი ანსამბლი "ივერიაც" იღებდა მონაწილეობას. კონცერტი ზამთრის ბაღში ჩატარდა და ბილეთის ფასი 800 რუბლიდან იწყებოდა. სოციალურ ქსელში ატეხილ სკანდალს, ნინო ჩხეიძემ და იუმორისტებმა სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე სტუმრობა იმ ფაქტით ახსნეს, რომ მათ ქართველ ემიგრანტებს უმღერეს.

ქეთა თოფურია

მომღერალი ქეთა თოფურია წლებია რუსეთში ცხოვრობს და წარმატებული კარიერა აქვს. ის პუტინის ფავორიტი მომღერლების რიცხვს ეკუთვნის. ქეთა ე.წ. პოლიტიკურ სკანდალში პირველად აგვისტოს ომის შემდეგ გაეხვა, როცა რუსეთში "სამშობლოს დამცველის დღეს" იმღერა. მას რუსი ჯარისკაცის ფორმა ეცვა და რუს სამხედროებს უმღერა, სწორედ ამას მოჰყვა პირველი პოლიტიკური სკანდალი. ქეთა თოფურია საკუთარ სიმპატიებს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ არ მალავს. ის პუტინის ფავორიტი მომღერალია, რაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზეც დაადასტურა. მან პუტინის მხარდასაჭერ კლიპში იმღერა. ხოლო სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 2008 წელს საქართველოს დედა სააკაშვილმა მოუ*** და არა პუტინმა. რამდენიმე წლის წინ, რუსული გამოცემისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში, ქეთა თოფურიამ ჟურნალისტს უთხრა, რომ სოჭი ადრე საქართველო იყო და ამ ნათქვამსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი მუდმივად სკანდალებშია. მართალია თავად ცდილობს ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოს, მაგრამ არ გამოსდის. მასზე წლებია ათასი ჭორ-მართალი დადის. ნინის წლების წინ, ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთანაც კი აწყვილებდნენ. თუმცა ამ თემაზე კომენტარი, ბადურაშვილმა პირველად რამდენიმე დღის წინ გააკეთა და განაცხადა, რომ ეს ჭორი მიხეილ სააკაშვილის საზიანოდ მოიგონეს. ნინი ბადურაშვილი წარსულში "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი და ფავორიტი მომღერალი გახლდათ. მან 2011 წლის 26 მაისს პარლამენტთან გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნი იმღერა, რის გამოც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, მაშინ სუხიშვილებმა უარი თქვეს. რადგან წინა დღით აღლუმის ადგილზე მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიეს და ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს.

გიორგი თოდუა

ოპერის მომღერალი გიორგი თოდუა ფართო საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიცნო. მან აფხაზეთში - ქართული აუდიტორიისთვის გამართულ კონცერტზე დეფაქტო აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გააკრიტიკა. თოდუამ თქვა, რომ აფხაზეთში ადამიანებისთვის გაუსაძლისი პირობებია და ისინი ვაკუუმში ცხოვრობენ. ხელოვანის თქმით, ცუდ პირობებს ფსიქოლოგიური სტრესიც ემატება. დე-ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ ქართველი მომღერლის განცხადება ქართულ პროვოკაციად შეაფასა.

ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში აქტიურად არის ჩართული და ეს მის ფეისბუქზეც ჩანს. მან რამდენიმე წლის წინ, საკუთარი ინტერნეტ-ტელევიზია გახსნა, სადაც სკანდალურ თემებზე მზადდებოდა სიუჟეტები. ერთ-ერთი სიუჟეტი ეკა ბესელიას ვაჟს შეეხებოდა. მას შემდეგ, რაც ჟორჟოლიანის ვიდეოპორტალზე ეკა ბესელიას ვაჟის, რატი მილორავას შესახებ სიუჟეტი გამოქვეყნდა, რომელშიც რესპონდენტები რესტორან "ფაზისში" მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეკა ბესელიას შვილი ფოთის პროკურორსა და ფინანსური პოლიციის უფროსს ერთ-ერთი მოქალაქის დაკავებას სთხოვდა, "საქმის გარჩევამ" "ფეისბუქზე" გადაინაცვლა.

დათო ხუჯაძე

ალბათ ბევრს არ გახსოვთ, მაგრამ მომღერალმა დათო ხუჯაძემ 2003 წელს პოლიტიკაში სცადა ბედი, გაუმართლა და ასლან აბაშიძის პარტიით პარლამენტშიც მოხვდა, თუმცა ეს იყო ყველაზე ხანმოკლე პარლამენტარობა, რადგან სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი შევარდა მომხრეებთან ერთად და ვარდების რევოლუცია მოხდა. ამის შემდეგ დათო ხუჯაძე საცხოვრებლად მოსკოვში წავიდა, სადაც ცოლი შეირთო, შვილიც გაუჩნდა, თუმცა ოჯახი დაენგრა და სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თბილისში დაბრუნდა. ქეთა თოფურიას გარშემო ატეხილი ბოლოდროინდელი სკანდალის კომენტირებისას, დათო ხუჯაძეც სკანდალში გაეხვა. მან თქვა, რომ საქართველოსთვის აფხაზეთი პუტინს არ წაურთმევია.

"არათანაბარ პირობებში ვიყავით. შევცდი, რომ საკუთარ თავს არ დავუჯერე“ – "მასტერშეფის“ სამზარეულო სოფი მეშველიშვილმა დატოვა

ბოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც საქართველოშიც პოპულარული იყო, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ავარიის დღე არ ახსოვს... კომის შემდეგ, რაღაც პერიოდი ამოვარდნილი აქვს" - ულამაზესი წყვილის სიყვარულის ისტორია, რომელმაც დიდ განსაცდელს გაუძლო