"მეზობელმა სკოლაში წამსვლელ ბავშვებს შემთხვევით დაასწრო სადარბაზოში გასვლა, არ ვიცი რა უბედურება გველოდა" - კორპუსში ხელყუმბარის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

"მეზობელმა სკოლაში წამსვლელ ბავშვებს შემთხვევით დაასწრო სადარბაზოში გასვლა, არ ვიცი რა უბედურება გველოდა" - კორპუსში ხელყუმბარის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ქსნის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარის აღმოჩენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიერ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.

სადარბაზოში ხელყუმბარის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავდაპირველად ჟურნალისტმა ნათია კუპრაშვილმა გაავრცელა.

"შოკში ვარ. რომ არა ჩვენი მეობელი ზურა, რომელმაც დღეს სკოლაში წამსვლელ ბავშვებს შემთხვევით დაასწრო ადრე ადგომა და სადარბაზოში გასვლა - არ ვიცი რა უბედურება გველოდა. სწორედ მან შეამჩნია მესამე სართულზე კართან ხალიჩაზე ყუმბარა. "კალიცო" მოხსნილი იდო, რომ ვინმეს ფეხი გაეკრა და აფეთქებულიყო. ჩემი შვილები ლიფტით არ დადიან და ყოველ დღე ჩაირბენენ იმ ადგილს. წარმოიდგინეთ იმ ადგილზე ბავშვს რომ გაევლო იმ კაცამდე. ან იმ სახლის მაცხოვრებელს რომ დაესწრო გარეთ გამოსვლა. ძალიან ცუდად ვარ ამაზე ფიქრით! ბავშვებს რამდენიმე წუთით დაასწრო ზურამ გარეთ გამოსვლა და კიბეებზე ჩამსვლელები უკან სახლში მოაბრუნა. პოლიცია და კრიმინალური ოპერატიულად მოვიდა და ახლაც მუშაობენ. აუცილებლად უნდა მიაგნონ იმ ცხოველს - ვინც ასე იმეტებს ხალხს და სამუდამოც ცოტაა მისთვის!", - წერდა ჟურნალისტი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს