რა ქონებას ფლობს სულხან ზუმბურიძე, რომელსაც ყველაზე მაღალანაზღაურებად ჩინოვნიკად ასახელებენ

რა ქონებას ფლობს სულხან ზუმბურიძე, რომელსაც ყველაზე მაღალანაზღაურებად ჩინოვნიკად ასახელებენ

უმცირესობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტის სხდომაზე სულხან ზუმბურიძე, საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ჩინოვნიკად მოიხსენია. ცნობისთვის, ზუმბურიძე "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეა, რომელიც თანამდებობაზე 2007 წლის დეკემბერში დაინიშნა.

„ბიზნესპრერსნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობს სულხან ზუმბურიძე და არის თუ არა იმ მაღალანაზღაურებად ჩინოვნიკებს შორის, რომელთაც პრემიერ-მინისტრზე მეტი ხელფასი აქვთ.

2018 წლის 31 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზუმბურიძე ფლობს ბორჯომში, 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელიც 2016 წელს 25 000 დოლარად შეიძინა და თბილისში მდებარე 150 კვ. მეტრი ფართობის ბინას.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სულხან ზუმბურიძეს, „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე - 9 740; საკრედიტოზე - 10 000 ევრო და 9 200 ლარი; სახელფასოზე - 8 487 დოლარი ჰქონდა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში ზუმბურიძის ანაზღაურებამ "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე - 341 700 ლარი შეადგინა. (თვეში 28 475 ლარი). განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო