ერთ დღეში თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით პატრული 12-ჯერ გამოიძახეს - დაჯარიმდა 3 პირი

ერთ დღეში თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით პატრული 12-ჯერ გამოიძახეს - დაჯარიმდა 3 პირი

"თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მიმდინარე წლის 1 მაისის 07:00 საათიდან 2 მაისის 07:00 საათამდე, აღნიშნული კანონის დარღვევასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპატრულო პოლიციაში სულ 12 შეტყობინება შემოვიდა. ამის შესახებ Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ თითოეულ შეტყობინებაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა, გაფორმდა 3 საჯარიმო ოქმი და დაჯარიმდა 3 მოქალაქე. 12 შეტყობინებიდან კი კანონდარღვევის 9 ფაქტი არ დადასტურდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს