"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია დააკავეს

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია დააკავეს

პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სამართალდამცველებმა დააკავეს. იაგო ხვიჩია ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეორე განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა ის სამართალდამცველებმა ხელბორკილებით გამოიყვანეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” იაგო ხვიჩიამ განუცხადა, მისთვის დაკავების მიზეზი უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ პარტია “გირჩის” წევრები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება. პოლიციის განყოფილებასთან იმყოფებიან პარტიის მხარდამჭერები. ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ავტომობილი, რომელშიც ცნობილი ბერძენი ბიზნესმენი, მისი მეუღლე და ოჯახის დამხმარე ისხდნენ, წყალში გადავარდა - საბერძნეთში ქართველი ქალი დაიღუპა

"შოკში ვართ, ამას არ ველოდით" - თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები კობალაძისა და ხუსკივაძის პირველი კომენტარები გათავისუფლების შემდეგ

თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე გაათავისუფლეს