ავტორი:

თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე გაათავისუფლეს

თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე გაათავისუფლეს

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე გაათავისუფლეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, დაცვის მხარემ ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა დააყენა, ალტერნატივის სახით კი გირაოს გამოყენება შესთავაზა. ბრალდებულები სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

ცნობისთვის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ორი პირი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დააკავეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც იძულებას, მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს.

"მათი ადგილი ციხეშია... როგორ ეძინათ? ბოდიში მაინც მოეხადათ კაცურად!" - შატილში ავარიისას გარდაცვლილი მედეა დევსურაშვილის დედა დაკავებულებზე

კუსტარული სავარძლები, მავთულებით დამონტაჟებული ღვედები - რა დაადგინა პროკურატურამ შატილში მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 17 პირი ემსხვერპლა

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე "თრეველ ჯის" დირექტორი და ამავე კომპანიის დაქირავებული "მარშრუტკის" მესაკუთრე დააკავეს