„დილას“ და „დინამოს“ გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ გამოძიება დაიწყო

„დილას“ და „დინამოს“ გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ გამოძიება დაიწყო

გორის „დილას“ სტადიონზე, საფეხბურთო კლუბ „დილას“ და თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ შსს-მ ძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად არავინ დაშავებულა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების დროული რეაგირების შედეგად გორის საფეხბურთო სტადიონზე მომხდარი დაპირისპირება განმუხტულია და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

საფეხბურთო კლუბების გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთელებს შორის მოედანზე დაპირისპირება დაიწყო, კონფლიქტში ჩაერთვნენ გულშემატკივრებიც. სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ორივე გუნდის მხარდამჭერებმა დაამტვრიეს და დააზიანეს სტადიონის სკამები. სამართალდამცველების დახმარებით ორივე გუნდის მოთამაშეებმა სტადიონი უსაფრთხოდ დატოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გორის „დილას“ სტადიონზე „დილას“ გულშემატკივრებსა და თბილისის „დინამოს“ ფანებს შორის დაპირისპირება გუშინ საღამოს მოხდა. დამტვრეულია ინვენტარი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს