ვინც სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარს იტყვის, ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებენ

ვინც სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარს იტყვის, ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებენ

წვევამდელები, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარს იტყვიან, ვალდებულები იქნებიან, ალტერნატიულ სამსახურში იმსახურონ, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ის, რომ შესაძლებელი იქნება, წვევამდელებმა სავალდებული სამხედრო სამსახური მოიხადონ ჩვენს სამსახურში. ყოველწლიურად იზრდება იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც რელიგიური თუ სხვა მოსაზრებებით უარს აცხადებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე. ისინი არ მიდიან ჯარში, არ უნდათ აიღონ იარაღი და ასე შემდეგ. ჩვენთან არ არის იარაღის აღების ვალდებულება. ჩვენ მათ ვთავაზობთ ალტერნატიულ სამსახურს, რომელიც ჩაეთვლებათ სავალდებულო სამხედრო სამსახურად. იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მოისურვებენ გააგრძელონ სამსახური სახანძრო-სამაშველო დანაყოფში, შემდგომში ისარგებლებენ გარკვეული პრივილეგიებით“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?