რუსეთიდან ამერიკაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშანს გადააჭარბა - რატომ გარბიან სამშობლოდან რუსები

რუსეთიდან ამერიკაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშანს გადააჭარბა - რატომ გარბიან სამშობლოდან რუსები

“ამერიკის საელჩოს რუსეთში 2017 წელს 2 664-მა ადამიანმა მიმართა”, - ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” იტყობინება. გამოცემის ცნობით, წინა წელთან შედარებით, თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა 40%-ით გაიზარდა და 24 წლის წინ დაფიქსირებულ სარეკორდო მაღალ ნიშნულსაც გადააჭარბა. 2012 წლიდან, ვლადიმირ პუტინის კრემლში დაბრუნების შემდეგ, მათი რიცხვი ყოველ წელს იმატებს.

2017 წლის სტატისტიკა ჯერ საჯარო არ არის, თუმცა, “რადიო თავისუფლებამ” მონაცემები აშშ-ის მოქალაქეთა და იმიგრაციის სამსახურისგან „ინფორმაციის თავისუფლების აქტის“ შესაბამისი მოთხოვნით მოიპოვა.

“2017 წლის მაჩვენებლები ორჯერ აღემატება 2012 წლის სტატისტიკას, როდესაც პუტინი მესამე საპრეზიდენტო ვადით აირჩიეს, 4-წლიანი პრემიერ-მინისტრობის შემდეგ. აქამდე ყველაზე მაღალი რაოდენობა 1994 წელს დაფიქსირდა, როდესაც საელჩოს თავშესაფრის მოთხოვნით 2127-მა რუსეთის მოქალაქემ მიმართა”, – წერს გამოცემა.

“რადიო თავისუფების” ინფორმაციით, ამ მონაცემებში არ არის მითითებული თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი, - თავშესაფრის მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობად კი მითითებულია - “დევნა ან დევნის საფუძვლიანი შიში რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ნიშნით ან გარკვეული სოციალური ჯგუფის, ან პოლიტიკური მოსაზრების გამო”.

უფლებადამცველების შეფასებით, რუსეთის მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის ზრდა გარკვეულწილად დაკავშირებულია 2013 წელს მიღებულ კანონთან, რომელიც სექსუალურ უმცირესობებს შეეხება. ამ კანონის მიხედვით, აიკრძალა “არატრადიციული სექსუალური კავშირების პროპაგანდა”.

ამ კანონის მიმართ უამრავი ადამიანი კრიტიკულად არის განწყობილი და დისკრიმინაციულს უწოდებს, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ასევე უმრავი მომხრე ჰყავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კანონი სახელმწიფოებრივად სწორია.

“რადიო თავისუფლების” რესპონდენტი, მასთან სატელოფონო საუბარში აღნიშნავს, რომ ის “ცდილობს სადმე წავიდეს, სადაც “უფრო თავისუფლად იცხოვრებს” და ადვოკატმა ერთ-ერთ ვერსიად აშშ-ში თავშესაფარი დაუსახელა. ვლადი გეია. მისი პარტნიორი გეი-კლუბიდან გამოსვლისას მოკლეს. ვლადი ამბობს, რომ ის არაერთხელ ყოფილა შევიწროების მსხვერპლი სექსუალური ორიენტაციის გამო”, – წერს გამოცემა.

გამოცემის რესპოდენტები აცხადებენ, რომ 2016 წლის შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა აივ-ინფიცირებული გეი მამაკაცების რაოდენობა, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ, რადგან რუსეთში ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღება ძალიან უჭირთ.

გარდა ამისა, თავშესაფრის მთხოვნელებს შორისაა რუსი ბიზნესმენების საკმაოდ დიდი ჯგუფი. ნიუ-იორკში მცხოვრები ადვოკატი ენდრიუ ჯონსონი “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში აცხადებს, რომ მისი კომპანია 2017 წელს ოცდაათამდე საქმეს განიხილავდა, რომელიც ამერიკაში თავშესაფრის მიღებას შეეხებოდა და მათი ნახევარი “პირდაპირ პოლიტიკურ მოსაზრებებთან”, 35% - კი, “ბიზნესთან დაკავშირებული” საქმეები იყო.

ადვოკატის თქმით, ბიზნესს თავს ესხმიან მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მფლობელები პუტინის წინააღმდეგნი არიან ან სხვა პოლიტიკურ პარტიას აფინანსებენ, ზოგ შემთხვევაში კი თავდასხმის მსხვერპლნი აპოლიტიკური ბიზნესმენები არიან, რომლებსაც ანტისამთავრობო ქცევაში მას შემდეგ დასდეს ბრალი, რაც მათ ქრთამის მიცემაზე თქვეს უარი.

გამოცემასთან საუბარში, მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის თავმჯდომარე, ოლგა გულინა ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი დასავლეთის ქვეყნებში ფარულად წასვლას ამჯობინებს და საელჩოებს თავშესაფრის მოთხოვნით არ მიმართავს.

მისივე თქმით, ეს ადამიანები ქვეყნიდან წასასვლელად საგანმანათლებლო პროგრამებსაც იყენებენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე