ხმაური სასამართლოში - მოსამართლემ "ქართული მარშის" ექვსივე წევრი პატიმრობაში დატოვა

ხმაური სასამართლოში - მოსამართლემ "ქართული მარშის" ექვსივე წევრი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული მარშის“ ექვსივე წევრი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაკავებულების - გიორგი ონიანის, ლუკა ნაცვლიშვილის, მიხეილ ამისულაშვილის, ლადო სადღობელაშვილის, ირაკლი დოლენჯაშვილის და ბექა რევაზიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებით არ შეცვალა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. „ქართული მარშის“ წევრებმა მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

18 მარტს გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს ასეთი შესავალი გაუკეთა: „მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად" .

19 მარტს, „რუსთავი 2“-ის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. სწორედ ამ დროს განვითარებული მოვლენების დროს დააკავეს „ქართული მარშის“ აქტივისტები.

„რუსთავი 2“–ის შენობის წინ მომხდარის გამო გიორგი ონიანს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე, 126-ე და 239-ე მუხლების დარღვევა, ლუკა ნაცვლიშვილს – 187–ე და 239–ე მუხლების, ხოლო დანარჩენ სამ აქტივისტს: მიხეილ ამისულაშვილს, ლადო სადღობელაშვილსა და ირაკლი დოლენჯაშვილს 239–ე მუხლის დარღვევა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს