"ბესიკი 4 შვილთან ერთად, ძმისშვილებსაც საკუთარივით ზრდიდა, სწორედ მათ დაცვას შეეწირა" - ხაშურში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

"ბესიკი 4 შვილთან ერთად, ძმისშვილებსაც საკუთარივით ზრდიდა, სწორედ მათ დაცვას შეეწირა" - ხაშურში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

რამდენიმე დღის წინ ტრაგედია დატრიალდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, სადაც დაპირისპირებისას, ერთი ადამიანი - ბესიკ ომიაძე დაიღუპა, ძმები ლევან და შალვა ბუზიაშვილები კი სხეულის დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. ბუზიაშვილების ოჯახის წვერების მტკიცებით, მათ თავს დაესხა დაჭრილი ძმებიდან ერთ-ერთის - ლევან ბუზიაშვილის ცოლის, ნინო ამყოლაძის ყოფილი მაზლი, რამდენიმე პირთან ერთად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართლადმაცავებმა მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი - 1984 წელს დაბადებული ლევან ბუზიაშვილი ხაშურის "ახალ კლინიკაში" დააკავეს.

ბრალდებული სამკურნალო დაწესებულებაშირჩება, თუმცა მის პალატასთან პოლიციის თანამშრომლები მორიგეობენ და მეთვალყურეობას უწყვეტ რეჟიმში უწევენ.

შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ: "ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1980 წელს დაბადებულ ნინო ამყოლაძის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მისი ყოფილი ქმრის ძმა - 1973 წელს დაბადებული ბესიკ ომიაძე ორ პირთან ერთად მივიდა, რასაც საცხოვრებელ სახლში მყოფ პირებსა და მისულებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.

ნახეთ ვიდეო: რას ჰყვება ხაშურში სისხლიანი გარჩევის დროს მოკლულის ძმა - ოჯახური კონფლიქტის ახალი დეტალები

აღნიშნული ქმედება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მხარეებმა, რკინის ხელჯოხისა და ცივი იარაღის გამოყენებით, ერთმანეთს სხვადასხვა სიმძიმის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რა დროსაც ამყოლაძის მეუღლის - 1984 წელს დაბადებული ლევან ბუზიაშვილის მიერ ბესიკ ომიაძისთვის დანით მიყენებული ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ლევან ბუზიაშვილის ძმამაც, 1982 წელს დაბადებულმა შალვა ბუზიაშვილმაც.

მომხდარის გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".

გარდაცვლის ახლობლები აცხადებენ, რომ ბესიკ ომიაძე საუკეთესო ადამიანი იყო და საკუთარ ოთხ შვილთან ერთად, 3 ძმიშვილსაც ზრდიდა, რომელიც დედამ მიატოვა.

მკვლელობის დღეს, ომიაძემ სწორედ ყოფილ რძალს მიაკითხა. რატომ მივიდა მასთან, მანამდე ჰქონდათ თუ არა ომიაძეს და მის ყოფილ რძალს ნინო ამყოლაძეს კონტაქტი და რა გახდა მკვლელობის რეალური მიზეზი? - ამაზე კომენტარი ომიაძეების ოჯახის მეგობარს - ელისო ღვინიაშვილს ვთხოვეთ:

- სიმართლე ისაა, რომ ლევან ომიაძის და ნინო ამყოლაძის ოჯახი არერთხელ იდგა დანგრევის პირას. ლევან ომიაძე ბოლო წლები წასული იყო ისრაელში სამუშოდ და იქიდან ინახავდა ოჯახს. ამ ხნის განმავლობაში ნინო ამყოლაძე ეწეოდა უწესო ცხოვრებას და მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად იყვნენ უმეთვალყურეოდ სახლში მარტო დატოვილი, უჭმელ-უსმელი, ავადმყოფი. შემდგომ, ნინო ამყოლაძემ მოინდომა ქმართან ისრაელში ჩასვლა და ორი მცდელობის შემდეგ, შეძლო უკანონოდ გადაეკვეთა საზღვარი...განაგრძეთ კითხვა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს