თბილისში, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით კიდევ 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა

თბილისში, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით კიდევ 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა

თბილისში, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით, კიდევ ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" გაავრცელა. მათი ცნობით, ახალგაზრდები საკუთარ სახლში, ძილში გარდაიცვალნენ.

"მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დღეს კიდევ ორი ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა საკუთარ სახლში, მოხმარების შემდგომი ძილის პერიოდში. მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან, ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ ე.წ "მეფედრონია" ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებაა დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

Ambebi.ge აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარს რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.

თბილისში რამდენიმე დღეს ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდების მძიმე ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება "მეფედრონით". გასულ კვირას სავარაუდოდ, აღნიშნული ნივთიერების ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა ასევე ორი ახალგაზრდა - 22 წლამდე ასაკის გოგონა და ბიჭი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს