როგორ გამოიყურება ახალშობილი პრინცი - ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ფოტოებს ავრცელებს

როგორ გამოიყურება ახალშობილი პრინცი - ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ფოტოებს ავრცელებს

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ახალშობილი პრინცის ფოტოებს ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ორი ფოტო რომელზეც პრინცი ლუისი დასთან პრინცესა შარლოტასთან ერთად არის ასახული, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეითმა გადაუღო შვილებს. და-ძმის ფოტო 2 მაისს შარლოტა დაბადების დღეზეა გადაღებული - პრინცესა ამ დღეს სამი წლის გახდა.

განცხადების ბოლოს აღნიშნულია, რომ მისი სამეფო უმაღლესობა, მადლობას უხდის საზოგადოების წევრებს კეთილი სურვილებისთვის პრინცი ლუისის დაბადებისა და პრინცესა შარლოტას დაბადების დღის აღსანიშნავად.

პრინცი ლუისი, რომელიც პრინც უილიამის და ქეით მიდლტონის მესამე შვილია, 24 აპრილს, დილის 11 საათზე დაიბადა. ახალშობილის სახელს დაბადებიდან რამდენიმე დღის მანძილზე ასაიდუმლოებდნენ.

სამეფო გვირგვინის რიგში ახალშობილი პრინცი მეხუთეა, მან პრინცი ჰარი მეექვსე ადგილზე გადაანაცვლა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე