"კაბუს" დედა: "ადვოკატი საფრანგეთმა დაუნიშნა, მისგან ზარს ამ დღეებში ველოდებით"

"კაბუს" დედა: "ადვოკატი საფრანგეთმა დაუნიშნა, მისგან ზარს ამ დღეებში ველოდებით"

საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით დაკავებული ქართველი მსახიობი კახა აბუაშვილი იგივე “კაბუ” კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება. აბუაშვილის ოჯახისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება ამჟამად დაკავებული და როდის გაიმართება მისი სასამართლო პროცესი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კახა აბუაშვილის დედამ განუცხადა, ოჯახი თავად დაკავებულის ზარს ელოდება, რისი უფლებაც მას ადგილობრივი კანონმდებლობით აქვს. ცირა აბუაშვილის თქმით, მის შვილს საფრანგეთის სახელმწიფომ ადვოკატი აუყვანა, თუმცა მასთან კომუნიკაცია ოჯახს არ ჰქონია.

„ადვოკატი აყვანილი ჰყავს, თუმცა ვერ ვიგებთ სად არის. სხვა ქალაქშია გადაყვანილი და ვინც არიან იქ ადგილზე, ვერ ნახეს ჯერ. თვითონ სახელმწიფომ დაუნიშნა ადვოკატი. სხვა არაფერი არ ვიცით. ველოდებით ზარს მისგან ამ დღეებში. ვიცით, რომ აქვს ზარის განხორციელების უფლება და ველოდებით როდის დაგვიკავშირდება თვითონ“, - განაცხადა ცირა აბუაშვილმა.

რაც შეეხება საქმეში საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობას, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ელჩმა ეკა სირაძე-დელონემ განუცხადა, კახა აბუაშვილს საელჩოსთვის არ მიუმართავს და შესაბამისად, ოფიციალური მიმართვის გარეშე საელჩო საქმეში ვერ ჩაერთვება.

მსახიობი კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუს“ დაკავების შესახებ ინფორმაცია 18 აპრილს გახდა ცნობილი. შსს-ს ინფორმაციით, მსახიობი საფრანგეთში ქურდობის ბრალდებითაა დაკავებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ