ნიკოლ ფაშინიანი - ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ვენდეტა არ იქნება

ნიკოლ ფაშინიანი - ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ვენდეტა არ იქნება

ნიკოლ ფაშინიანი - ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ვენდეტა არ იქნება

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ შურისძიებას არ დაუშვებს.

„ვიმეორებ, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ვენდეტა არ იქნება. ასევე მსურს ოფიციალურად აღვნიშნო, რომ ჩემს მთავრობაში არ იქნებიან ოლიგარქები. ჩემი პრემიერად არჩევის შემთხვევაში ეკონომიკაში არ იარსებებს მონოპოლიები“, - განუცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებს.

პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე კენჭისყრა სომხეთის პარლამენტში ხვალ, 8 მაისს გაიმართება. მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პირობა დადო, რომ სახალხო კანდიდატს დაუჭერს მხარს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე