პუტინი ინაუგურაციაზე ახალი ლიმუზინით მივიდა - ვინ ესწრებოდა ღონისძიებას

პუტინი ინაუგურაციაზე ახალი ლიმუზინით მივიდა - ვინ ესწრებოდა ღონისძიებას

ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ინაუგურაციაზე საპრეზიდენტო ფიცი დადო, რის შემდეგაც რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

პრეზიდენტი საზეიმო ცერემონიალზე რუსეთში წარმოებული ლიმუზინით Aurus-ით მივიდა, სახელმწიფო ნომრით в776ус 77. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, მანქანის სიგრძე 6.62 მეტრია, სიგანე - 2 მეტრი.

დადასტურებული ინფორმაციით, პუტინის ახალი ლიმუზინის შექმნაში "პორშეც" მონაწილეობდა.

ღონისძიებაზე დაპატიჟებულ სტუმრებს შორის დღეს პოლიტიკოსები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და უამრავი ცნობილი სახე იყო. ინაუგურაციას ესწრებოდა ქართული წარმოშობის მომღერალი დიანა ღურწკაიაც.

იხილეთ ვიდეო ინაუგურაციიდან

მომღერალი დიანა ღურწკაია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირინა იაროვაია, მომღერალი ზარა

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი

დიზაინერი ვალენტინ იუდაშკინი

ფიგურისტი ევგენი პლუშენკო

ვლადიმერ პუტინმა 2018 წლის 18 მარტს გამართულ არჩევნებზე პირველივე ტურში გაიმარჯვა. მან არჩევნებში მონაწილეთა ხმების 76,69% მიიღო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე