იშვიათი დაავადების გამო, ბიჭმა გაღიმებისგან შეიძლება ძვლები მოიტეხოს

იშვიათი დაავადების გამო, ბიჭმა გაღიმებისგან შეიძლება ძვლები მოიტეხოს

კანადის მცხოვრებ ამ პატარა ბიჭს აღარ დარჩა მთელი ძვლები. ყოველ ჯერზე ახალ-ახალი მოტეხილობები ემატება.

ახლახან Storytrender-ის პორტალზე გამოჩნდა რეიკო კინლანის იშვითი დაავადების ისტორია, რომელსაც თავისი ცხოვრების მანძილზე 500-მდე ძვლის მოტეხილობა აქვს.

მედიცინაში ეს დაავადება "ბროლის ავადმყოფობითაა" ცნობილი. ამის მიზეზი ორგანიზმში კოლაგენის ცილის არასაკმარისი რაოდენობა ან ხარისხობრივი ცვლილებაა.

რეიკოს ოსტეოგენეზის მე-3 ტიპი აქვს. ამასთან, ძვლის ქსოვილში კოლაგენის შემცველობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ მისი ხარისხი მკვეთრად განსხვავდება ნორმისგან. ამ ანომალიის გამო ბიჭი ვერ იზრდება და ვერ დადის. რეიკოს გამუდმებით აღენიშნება ძვლების ტრავმირება, მაშინაც კი,როცა ზის და არ მოძრაობს. პირველი 5 მოტეხილობა ბიჭმა მიიღო ჯერ კიდევ მშობიარობის დროს, ხოლო შემდგომი 70 - სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში. ყველაზე სათუთი ადგილები მის სხეულზე მენჯ-ბარძაყის სახსრებია, რომელიც უკვე 100-ჯერ მოიტეხა. რეიკომ 11 ოპერაცია გადაიტანა, მის სახსრებში ჩამონტაჟებულია ტიტანის სამაგრები, რომლებიც პერიოდულად იცვლის ადგილს. მიუხედავად თავისი უნიკალურობისა, რეიკოს მხოლოდ ერთი რამ სურს - მოექცნენ როგორც ჩვეულებრივ ბავშვს. ამის გამო ზოგჯერ უმალავს მშობლებს თავის ახალ ტრავმებს. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს