ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება სახიფათოა - როგორ განმარტავენ მიზეზს მეცნიერები

ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება სახიფათოა - როგორ განმარტავენ მიზეზს მეცნიერები

ანტიბაქტერიული საპნით ხელების დაბანა, განსაკუთრებით გრიპის სეზონზე, არც ისე სასარგებლოა. კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის საოჯახო და კომუნალური მედიცინის პროფესორი, დოქტორი მიშელ კარისტონი მიიჩნევს, რომ ანტიბაქტერიული საპნები მეტისმეტად ენერგიულად მოქმედებს, მხოლოდ პათოგენურს კი არა, საჭირო ბაქტერიებსაც ანადგურებს. მეტიც, სრულად ნადგურდება საჭირო მიკროორგანიზმები, აგრესიული ბაქტერიები კი ძლებენ და "იბრძმედებიან".

ასე რომ, მადეზინფიცირებელი საპონი ბრძოლაში გამობრძმედილ მტერს არამცთუ ვერ ამარცხებს, ხელსაც კი უწყობს! მთავარია, ხელები ხშირად იბანოთ, ანტიბაქტერიული საპნების გამოყენება კი არ არის აუცილებელი!

თინათინ გოცაძე mkurnali.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს