რამდენია საქართველოში ვენახში დაქირავებული მუშახელის საშუალო დღიური ანაზღაურება?

რამდენია საქართველოში ვენახში დაქირავებული მუშახელის საშუალო დღიური ანაზღაურება?

ვაზის მოვლა საკმაოდ შრომატევადია და ფინანსურ მდგრადობასაც მოითხოვს. მისი დარგვისას მიწის დამუშავება დაახლოებით 60-70 სმ-ის სიღრმეზე ხდება, ხოლო შემდეგ, ყოველწლიურად გაზაფხულზე ვაზის გასხვლა და მწკრივებს შორის მიწის დამუშავება ხელით ან მექანიზაციის საშუალებებით ხორციელდება. საოჯახო მეურნეობები ძირითადად მიწას ხელით, ან ხელის მინი მოტობლოკის დახმარებით ამუშავებენ, ხოლო სასოფლო-სამეურნეო საწარმოები საკუთარ, საშუალო გაბარიტიან ტრაქტორს ფლობენ, თუმცა ფაქტია, რომ საჭირო გაბარიტების ტრაქტორები დეფიციტურია არსებულ მექანიზაციის ცენტრებში. ვაზი აყვავებიდან მოსავლის მიღებამდე მუდმივ ზრუნვას საჭიროებს, რაც თავის მხრივ გულისხმობს 3-4 ე.წ. „მწვანე ოპერაციის“ (ზედმეტი ყლორტების მოცლა, დამაგრება ბოძზე ან მავთულზე) შესრულებას, 3-5 შეწამვლას და სხვა ტიპის სამუშაოებს.

საქართველოში ვაზის მოსავლის მიღება ძირითადად სექტემბერ-ოქტომბრის თვეში ხდება (დამოკიდებულია ვაზის ჯიშზე). საოჯახო მეურნეობები ღვინოს ტრადიციული მეთოდებით ამზადებენ. ქართული ტრადიციული მეღვინეობა "ქვევრს" გულისხმობს, რომელსაც იმერეთში "ჭურს" უწოდებენ. განსხვავებით კახური ტრადიციული ღვინისგან აქ კლერტგაცლილ ჭაჭას "ტკბილას" უმატებენ. დადუღების შემდეგ ღვინოს ჭურში, დაახლოებით 2 თვის მანძილზე, აყოვნებენ და შემდეგ ხსნიან დურდოდან, გადააქვთ კასრებში და ამუშავებენ. განაგრძეთ კითხვა

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ