ოქსფორდში უცნობ პირსა და პოლიციას შორის ორმხრივი სროლა მოხდა

ოქსფორდში უცნობ პირსა და პოლიციას შორის ორმხრივი სროლა მოხდა

ბრიტანეთის ქალაქ ოქსფორდში უცნობ პირსა და პოლიციას შორის ორმხრივი სროლა მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, უცნობი პირი ერთ-ერთი შენობიდან ისროდა, ხოლო ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი მოლაპარაკებები დაიწყეს.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურში აცხადებენ, რომ დახმარება მხოლოდ ერთ ადამიანს დასჭირდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთ-ერთმა თვითმხილველმა BBC-ის განუცხადა, რომ 20-მდე გასროლის ხმა გაიგო. მისი თქმით, მამაკაცი აივნიდან ისროდა, შემდეგ კი ბაღში გადახტა, სადაც პოლიციამ მისი დაკავება სცადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ვერტმფრენი და პოლიციის სულ მცირე 10 ავტომობილი იყო მისული.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე