სოფელ დიცში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

სოფელ დიცში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

გორის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, პოლიციის კაპიტანი მასზე გაფორმებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად არის გარდაცვლილი. დაჭრილი ჯერ ტყვიავის საავადმყოფოში, შემდეგ კი, სასწრაფო დახმარების მანქანით, გორის სამედიცინო ცენტრ "გორმედში" გადაიყვანეს, თუმცა, ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში მიყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გარდაცვლილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: რას ამბობს გარდაცვლილის მეუღლე?

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო