"რეზონანსი": ტაქსის ლიცეზია 1-წლიანი იქნება და, მინიმუმ, 50 ლარი ეღირება

"რეზონანსი": ტაქსის ლიცეზია 1-წლიანი იქნება და, მინიმუმ, 50 ლარი ეღირება

ტაქსით გადაყვანის ნებართვის მისაღებად მძღოლებს, სავარაუდოდ, 50-დან 100 ლარამდე თანხის გადახდა მოუწევთ. მართალია, მერიაში ნებართვის პირობებზე ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი თქმულა, თუმცა სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ე. წ. „ფურცლების საფასური“ 100 ლარამდეც შეიძლება იყოს. რაც შეეხება ლიცენზიის ვადას, მის შესახებაც ჯერჯერობით საუბარი ვარაუდის დონეზეა შესაძლებელი. დიდი ალბათობით, გადასახადი იქნება ყოველწლიური და არა ერთჯერადი.

ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ცვლილება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც ქვეყანაში ელემენტარულ დონეზეც კი არ არის განვითარებული. მოსალოდნელია, რომ ტაქსით მგზავრობის საფასურიც გაორმაგდეს და მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდება.

ცნობილია, რომ ტაქსით გადაყვანის ნებართვის პირობებს, მისი გაცემის ფასსა და გადახდის წესს დაამტკიცებს დედაქალაქის საკრებულო.

საკრებულოში მოსალოდნელ რეგულაციაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე ამბობს, რომ დეტალები "ოპტიმალურ ვადაში" დაზუსტდება.

„გარკვეული კონტურები გამოიკვეთა. სხვადასხვა მექანიზმია შესამუშავებელი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. სპეციალისტებს აქვთ საკუთარი არგუმენტები, რაზეც კომენტარს ნამდვილად ვერ გამოვთქვამ. ნებისმიერ ასეთ საკითხს სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. ზოგადად, ტაქსების რეგულაციის ვარიანტი იმდენია, რამდენი ქალაქიც არსებობს. ჩვენ ვცდილობთ, საუკეთესო მოდელი შევთავაზოთ მოსახლეობას, რათა მგზავრობა უფრო კომფორტული გახდეს. არ ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამით პრობლემა შეექმნება, პირიქით, კიდევ უფრო დარეგულირდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან არ იქნება ის სიტუაცია, რომ მგზავრი ქუჩაში ხელის დაქნევით აჩერებდეს ტაქსს. ასე არსად, არც ერთ ცივილურ ქვეყანაში არ ხდება, ამისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო