კობა გვენეტაძე - ვირტუალურ ვალუტებთან დაკავშირებით რეგულაციები აუცილებელი იქნება - ეს არის დროის საკითხი

კობა გვენეტაძე - ვირტუალურ ვალუტებთან დაკავშირებით რეგულაციები აუცილებელი იქნება - ეს არის დროის საკითხი

ვირტუალურ ვალუტებთან დაკავშირებით რეგულაციები იქნება აუცილებელი - ეს არის დროის საკითხი, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, რეგულირების საკითხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ფაქტები დაგროვდება კრიპტოვალუტის გამოყენების მიმართულებით.

"საქართველოს ეროვნული ბანკი, ისევე როგორც სხვა ეროვნული ბანკები ყურადღებით აკვირდება იმას, თუ როგორ ხდება განვითარება ვირტუალურ ვალუტებთან დაკავშირებით. პრაქტიკა და ცოდნა არ არის ძალიან დიდი იმის გამო, რომ დიდი ხანი არ არის, რაც ასეთი კრიპტოვალუტები არსებობს. მიუხედავად ამისა, თუკი არსებობს რაიმე პრინციპი, რომლის დაცვაც მოგვეთხოვება, ჩვენ ამას ვაკეთებთ.

პირველ რიგში, ჩვენ გამოვუშვით გაფრთხილება ამ ვალუტებთან დაკავშირებით და ვთქვით, რომ მისი ღირებულება არის ძალიან მერყევი და იმ შემთხვევაში, თუკი კეთდება ინვესტიცია ამ მიმართულებით, ინვესტორები უნდა იყვნენ ფრთხილად, რადგანაც მერყეობა ახასიათებს ასეთი სახის აქტივს.

რაც შეეხება ზოგადად ვირტუალურ ვალუტებს, ვფიქრობ, რომ რეგულაციები ამასთან დაკავშირებით იქნება აუცილებელი. ეს არის დროის საკითხი, მაგრამ ამისათვის აუცილებელია გარკვეულწილად ცოდნა და პრაქტიკა დაგროვდეს და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ზოგადად ცენტრალური ბანკები ფიქრობენ, აგროვებენ ინფორმაციას. დღევანდელ დღეს გაზიარება პრაქტიკის და გამოცდილების ძალიან ადვილია და ჩვენც ვმონაწილეობთ ასეთ მუშაობაში", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ