მდინარე რიონში გადამხტარი ახალგაზრდა პოლიციელებმა გადაარჩინეს (+ვიდეო)

მდინარე რიონში გადამხტარი ახალგაზრდა პოლიციელებმა გადაარჩინეს (+ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქე დახრჩობას გადაარჩინეს.

შემთხვევა დღეს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საავტომობილო ხიდიდან მდინარე რიონში გადახტა, წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. დეტექტივ-გამომძიებელი გივი მიგინეიშვილი და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ლევან მიგინეიშვილი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და სოფელ დაფნარის მიმდებარე ტერიტორიაზე შემოვლას აწარმოებდნენ, რა დროსაც შეამჩნიეს, რომ მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცი გადახტა. პოლიციელებმა ადგილობრივ მოქალაქეს ნავი გამოართვეს, მდინარეში შევიდნენ და მამაკაცი ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს.

ამასთან, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს და ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

VIDEO: როგორ გადაარჩინეს სამტრედიელმა პოლიციელებმა მოქალაქე, რომელიც ხიდიდან მდინარეში გადახტა

ვინ იყო 28 წლის ბიჭი, რომელიც გუდაურში მოკლეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზრობაზე, ხანძრის შედეგად, 100 კვადრატული მეტრი დაიწვა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ე.წ კეჩის ბაზარი იწვის