ავტორი:

რუსულ-სირიული ბიზნესგარიგებები სამხედრო კამპანიის კვალდაკვალ - რას იღებს კრემლი დახმარების სანაცვლოდ?

რუსულ-სირიული ბიზნესგარიგებები სამხედრო კამპანიის კვალდაკვალ - რას იღებს კრემლი დახმარების სანაცვლოდ?

სირიაში, რამდენიმე დღის განმავლობაში, ორი რუსული მოიერიშე დამრტყმელი შვეულმფრენი Ка-52 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავიაკატასტროფის შედეგად, დაღუპულია ორივე პილოტი. მათივე განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა იყოს.

რამდენიმე დღის წინ, 3 მაისს სირიაში რუსული გამანადგურებელი Су-30СМ ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა, ჰმეიმის ავიაბაზასთან ახლოს მოხდა და ასევე ორი მფრინავი ემსხვერპლა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ კატასტროფა ძრავაში ფრინველის მოხვედრამ გამოიწვია. რუსი სამხედროების მტკიცებით, ავიაგამანადგურებლისთვის ცეცხლი არ გაუხსნიათ.

რას მიაღწია რუსეთმა ორი წლის განმავლობაში, რა შედეგები დადო და როგორია მისი ტექნიკური და ადამიანური რესურსის დანაკარგი, ამაზე საუბარს სერგეი შოიგუს უწყება ყოველთვის თავს არიდებს. თუმცა, იმ ოფიციალური მონაცემებით, რასაც მათი უწყება ავრცელებს, რუსეთის დანაკარგი საკმაოდ დიდია.

2015 წლის 30 სექტემბერს, ამერიკის შეიარაღებული ძალების სირიაში შესვლიდან 14 თვის შემდეგ, რუსეთის საჰაერო ძალებმა სირიის ტერიტორიაზე პირველი ავიადარტყმები განახორციელეს. bbc.com-ის ინფორმაციით, მთლიანობაში მათ 30 ათასზე მეტი სამხედრო გაფრენა და 90 ათასზე მეტი ავიადარტყმა შეასრულეს.

ასევე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ამ დროის განმავლობაში 50-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში ოფიციალურად ირიცხებოდნენ. მათ შორის 21 მაღალი კლასის სპეციალისტი იყო. არაოფიციალური ცნობებით კი, სირიაში რამდენიმე ასეული რუსი სამხედროა დაღუპული და მათი უმეტესობა კომერციული ორგანიზაცია "ვაგნერის" წევრია, რომელთან კავშირსაც რუსეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს. რუსეთის უსაფრთხოების საკითხებში ნიუ-იორკის უნივერსტეტის პროფესორი მარკ გალეოტის თქმით, ფასი, რომელიც რუსეთმა აღმოსავლეთის რეგიონში თავისი გავლენების გასაძლიერებლად გადაიხადა, საკმაოდ ძვირია.

"პუტინს რამე ახალი და ხმაურიანი თემა სჭირდებოდა, რათა აღმოსავლეთ უკრიანაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შესვლა და საკუთარ ქვეყანაში, ეკონომიკაში არსებული "გარღვევა" გადაეფარა" - აცხადებს შვედი ეკონომისტი და დიპლომატი ანდერს ოსლუნდი.

კითხვაზე, რა შეიცვალა სირიისთვის ამ ორწლინახევრიანი პერიოდის განმავლობაში, ოსლუნდი პასუხობს, რომ ასადის ძალაუფლება გაიზარდა და მან და მისმა სამხედრო მოკავშირეებმა სირიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი ალეპო დაიბრუნეს.

ცნობისთვის, 2015-2016 წლებში, რუსეთის ფედერაციას სირიაში წარმოებული სამხედრო კამპანია 2,3-4 მილიონ დოლარამდე დაუჯდა, თუმცა, ვლადიმერ პუტინმა სირიის სამხედრო კამპანიის შედეგების შეფასებისას აღნიშნა, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან სირიაში 33 მილიარდი რუბლი დაიხარჯა.

შედარებისთვის, ამერიკამ 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ივნისამდე, სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში 13 მილიონი დოლარი დახარჯა.

რუსი სამხედრო ექსპერტების თქმით, რუსეთი შეიარაღებულმა ძალებმა ამ ბრძოლაში ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს, რადგან სირიაში პირველად გამოიყენეს და შესაბამისად, გამოცდა გაიარა რუსულმა რადიოელექტრონულმა საბრძოლო სარაკეტო კომპლექსმა, ახალმა ჯავშანტექნიკამ (Тайфун-К), რობოტოტექნიკის საინჟინრო მანქანებმა, საბრძოლო რობოტებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა.

თუმცა, ეს ყველაფერი რუსეთის მოსახლეობისთვის თვალის ახვევას ემსახურებოდა, სინამდვილეში, კრემლი იქ ფინანსურ დივიდენდებს ელოდებოდა - ამას წინ უძღოდა პუტინის კიდევ ერთი განცხადება, რომ მსოფლიოში რუსეთის სამხედრო ტექნიკის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, რუსმა ბიზნესმენებმა, კონკრეტულად კომპანია Стройтрансгаз -მა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ქალაქ პალმირთან ახლოს ფოსფატის საბადოზე მუშაობის ნებართვას მოაწერა ხელი. იგივე კომპანიამ, დამასკოს ხელმძღვანელობასთან გააფორმა კონტრაქტი, დაბომბვის შედეგად განადგურებული ქალაქის აღდგენასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთი ბიზნესგარიგება - რუსეთში, სიდიდით მეორე ფეხსაცმლის საწარმო Zenden-ის მფლობელმა ანდრეი პავლოვმა ბაშარ ასადის ხელისუფლებასთან კონტრაქტი გააფორმა. მას სირიაში, რუსეთის სამხედრო ბაზებთან ახლოს, ლატაკიის ფაბრიკაში ფეხსაცმლის საწარმო უნდა გაეხსნა... თუმცა, ბოლო წუთში, პავლოვმა რატომღაც თავი შეიკავა და სირიის ხელისუფლება მას ახლა მხოლოდ "სეზონურ" მუშაობაზე ევაჭრება. შეთანხმების მიხედვით, საწარმოში ადგილობრივები უნდა დაესაქმებინათ.

დასავლური მედია წერს, რომ რუსი ბიზნესმენი სირიელებს ვერ ენდო. ჯერჯერობით არც ქალაქ დამასკოში შეიმჩნევა აღდგენითი სამუშაოები.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე