მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანი აზიელია - ძინპინმა ყველა მილიარდერი უკან ჩამოიტოვა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანი აზიელია - ძინპინმა ყველა მილიარდერი უკან ჩამოიტოვა

ჟურნალ Forbes-ის გავლენიანი ადამიანების რეიტინგში, ბოლო 5 წლის მანძილზე პირველად რუსეთის პრეზიდენტი აღარ ლიდერობს. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანი, გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინია.

2013 წლიდან სი ძინპინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტია. მას უკავია, ასევე, კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა.

ძინპინი პეკინში დაიბადა, 1953 წლის ივნისში. მისი სპეციალობაა ქიმიური ინჟინერია, თუმცა მოგვიანებით მარქსიზმის თეორიასა და იდეოლოგიურ განათლებაში მაგისტრის ხარისხი დაიცვა.

პრეზიდენტის ცოლი, პენგ ლიუანი ცნობილი ჩინელი ფოლკმომღერალია.

წყვილს ჰყავს შვილი, გოგონა, რომელმაც ჰარვარდის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და ინგლისური ენის ფაკულტეტები დაამთავრა. უნივერსიტეტში სწავლისას მისი ვინაობა არავინ იცოდა, გოგონა სხვა სახელით და გვარით იყო დარეგისტრირებული.

სი ძინპინს ძალიან უყვარს ჰოლივუდური ფილმები, მათ შორის „რიგითი რაიანის გადასარჩენად“. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ პირადი ცხოვრებისთვის პრეზიდენტს დრო არ რჩება, არასოდეს წუწუნებს და მუშაობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ძინპინს ჰყავს ოთხი ძმა და ორი და.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე