12 ტონა თხევადი შოკოლადი ტრასაზე - პოლონეთში "ყველაზე გემრიელი მანქანა" გადაბრუნდა

12 ტონა თხევადი შოკოლადი ტრასაზე - პოლონეთში "ყველაზე გემრიელი მანქანა" გადაბრუნდა

პოლონეთში, ტრასაზე გადაბრუნდა სატვირთო მანქანა, რომელსაც 12 ტონა თხევადი შოკოლადი გადაჰქონდა. „ვოშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, მძღოლს ხელი აქვს მოტეხილი, შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაზიანებულა.

შოკოლადი გადმოღვრის შემდეგ მალე გამყარდა, რამაც მისი ასფალტიდან მოშორება გაართულა.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, შოკოლადი გზის საფარზე თოვლზე უარესია. ამასთან, მძღოლების ნაწილმა ჩათვალა, რომ მანქანიდან გადმოღვრილი მასა მათი ტრანსპორტისთვის დაბრკოლება არ იქნებოდა და შემთხვევის ადგილას გავლის შედეგად შოკოლადი უფრო დიდ ფართობზე გავრცელდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე