ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ირანში ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ თუ ჩვენთან წვიმა წამოვა, მათთან წყალდიდობა იქნება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ირანში ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ თუ ჩვენთან წვიმა წამოვა, მათთან წყალდიდობა იქნება

ირანში ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ თუ ჩვენთან წვიმა წამოვა, მათთან წყალდიდობა იქნება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა ირანსა და ისრაელს შორის სარაკეტო დარტყმების ფაქტის კომენტირებისას აღნიშნა.

„ირანი შეეცადა იერიში მიეტანა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. არც ერთი რაკეტა არ აფეთქებულა ისრაელის ტერიტორიაზე. ისრაელმა სირიაში მდებარე ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის თითქმის ყველა ობიექტზე მიიტანა იერიში. ირანში ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ თუ ჩვენთან წვიმა წამოვა, მათთან წყალდიდობა იქნება“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ამავდროულად ავიგდორ ლიბერმანმა აღნიშნა, რომ საუბარი არ მიდის გამანადგურებელ გამარჯვებაზე.

„ჩვენ არ ვართ დაინტერესებულნი სიტუაციის ესკალაციით, მაგრამ გვესმის, რომ საქმე გვაქვს უდრეკ მოწინააღმდეგესთან, რომელიც ათწლეულების მანძილზე ცდილობს ჩვენზე დარტყმები განახორციელოს და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. ისრაელი ირანს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ სირია ჩვენზე თავდასხმებისთვის ფორპოსტად აქციოს“, - განაცხადა ლიბერმანმა.

ირანის მიერ განხორციელებულ ღამის სარაკეტო დარტყმაზე საპასუხოდ, ისრაელის ავიაციამ სირიაში ირანის ათობით ობიექტსა და საჰაერო თავდაცვის სისტემის ბატარეებზე იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე აღნიშნეს, რომ ირანის აგრესიის შედეგად არ დაზარალებულა სამხედრო ინფრასტრუქტურა და არავინ დაშავებულა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე