1700 ადამიანი სასწრაფოდ ევაკუირებულია - ჰავაიზე ახალი კრატერები გაჩნდა

1700 ადამიანი სასწრაფოდ ევაკუირებულია - ჰავაიზე ახალი კრატერები გაჩნდა

ჰავაიზე ვულკანის ამოფრქვევის გამო 1700 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, თუმცა ნაწილმა საკუთარ სახლში დარჩენა გადაწყვიტა.

express.co.uk-ის ინფორმაციით, ჰავაიში ამერიკული წითელი ჯვრის წარმომადგენელმა, დებრა ვიქსმა განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც არ ტოვებენ სახლებს, საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ.

ამასთან, ჰავაის ობსერვატორიაში კიდევ ორი ახალი კრატერი დააფიქსირეს. მოსახლეობის ნაწილს პირადი ნივთების ასაღებად სახლებამდე მისვლის საშუალება მისცეს, ნაწილს კი მომწამვლელი აირების გამო დასახლებასთან ახლოს მისვლაც კი არ შეუძლია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე